ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ

03 ოქტომბერი 2025, 11:50 75 ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტს  პლენარულ სესიაზე უყარეს კენჭი.

პროექტს, სახელწოდებით „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, 77 დელეგატიდან 68-მ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ წავიდა შვიდი, ხოლო ორმა თავი შეიკავა.

ამასთან, კენჭისყრამდე დოკუმენტში რამდენიმე  შესწორება შევიდა.კერძოდ, ერთ-ერთი შესწორების მიხედვით, „ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ყოფილ წევრებს წევრობის დროს მიცემული ხმების ან საქმიანობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხე ემუქრებათ.

რეზოლუციის სხვა პუნქტები უცვლელი დარჩა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე