წინა შემთხვევაში მოძალადეების დაახლოებით სამი პროცენტის იდენტიფიცირება შევძელით, თუ იქნება ძალადობა, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი - პრემიერი

03 ოქტომბერი 2025, 14:44 104 ნახვა

ყველას მინდა დავპირდეთ, თუ წინა შემთხვევაში, ჩვენ შევძელით მოძალადეების დაახლოებით სამი პროცენტის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კონკრეტული მითითებები აქვთ სამართალდამცავ უწყებებს, შესაბამის თანამშრომლებს, რომ დაიცვან კანონი ძალიან მკაცრად და კანონის ფარგლებში უზრუნველყონ კანონის დაცვა.

„ჩვენ არა მხოლოდ მოვუწოდებთ, კონკრეტულ მითითებებსაც ვაძლევთ სამართალდამცავ უწყებებს, შესაბამის თანამშრომლებს, რომ დაიცვან კანონი ძალიან მკაცრად და კანონის ფარგლებში უზრუნველყონ კანონის დაცვა და კანონის აღსრულება. ეს არის პირდაპირი ჩვენი მითითება და ბუნებრივია, ასეთია ჩვენი საჯარო მოწოდება. რაც შეეხება პირთა იდენტიფიცირებას, ამაზე ნუ იდარდებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა, საზრუნავი ამ შემთხვევაში არის მოძალადე მომიტინგეების იდენტიფიცირება და ყველას მინდა დავპირდეთ, რომ თუ წინა შემთხვევაში, ჩვენ შევძელით მოძალადეების დაახლოებით სამი პროცენტის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და 13 წლის თავზეც მათი მორიგი რევოლუციის მცდელობა აუცილებლად ჩავარდება, ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე წინა შემთხვევებში.

„ეს ყველაფერი აჩვენებს უსუსურობას რაც სუფევს რადიკალურ ოპოზიციურ სპექტრში. მათ რაღაც გეგმა, მიზანი დააანონსეს, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მიზანი აქვთ განცხადებული, თუმცა თავადაც ვხედავთ, რომ ძალიან ეპარებათ ეჭვი ამ მიზნის განხორციელების რეალურობაში, აქედან გამომდინარე მიმართავენ ასეთ იაფფასიან ზომებს, ძველი სიების გამოქვეყნება, იაფფასიანი მუქარები და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება.

 

13 წლის განმავლობაში, მათ ჰქონდათ ასეთი პროცესების წარმართვის არაერთი მცდელობა, მათ შორის, გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და 13 წლის თავზეც მათი მორიგი რევოლუციის მცდელობა აუცილებლად ჩავარდება, ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე წინა შემთხვევებში. აქედან გამომდინარე, გვინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ყველა, ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა მრავალი წლით. უსინდისო მოძალადეების ადგილი არის ციხეში, ეს ნახა ყველამ, გასული წლის მოვლენების შემდეგ, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვურჩევთ ყველას, დაიკავონ ფრთხილი პოზიცია და ნუ გაერევიან ისეთ პროცესებში, რომელიც გულისხმობს ძალადობას, და შესაბამისად, ითვალისწინებს სისხლის სამართლის კვალიფიკაციას“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ, მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა.

„დამხობაზე როდესაც არის საუბარი, ეს შინაარსობრივად გულისხმობს ძალადობას. დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს, ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვიტყვით კიდევ ერთხელ იმას, რომ გაცხადებული მიზანი აქვს მიტინგს, მათ უნდა სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, რაც თავის თავში გულისხმობს ძალადობას. ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა. ძალიან კარგია, რომ ორმა კონკრეტულმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ბევრი ასეთი სხვა ადამიანიც იქნება, მათ შორის შესაბამისი პოლიტიკური შეხედულებების მქონე, რომელსაც არ მოუნდება ძალადობაში მონაწილეობა. მათ შორის კიდევ ერთხელ მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს. ეს არის მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან. ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე