4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიატრომ კიდევ 8 პირი დააკავა

09 ოქტომბერი 2025, 22:32 132 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ რვა პირი, 4 ადამიანი კი მიმალვაში იმყოფება. ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი. 

მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად, შეკრება-მანიფესტაცია ყოფილი მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი მედებები განახორციელეს",- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. 

მისივე თქმით. სამეთვალყურეო კამერებისა და მედიით გავრცელებული ვიდეომასალით დგინდება, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცავებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ასევე მათი მისამართით ისროდა მძიმე საგანსა და ქვებს. ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ ისინი პრეზიდენტის სასახლეში შესვლას ცდილობდნენ რა დროსაც დააზიანეს ჯებირები. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდიბარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს სგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე