45-მდე გაიზარდა 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა რაოდენობა. ბოლო 24 საათში კიდევ 8 პირი დააკავეს. 4 კი იძებნება. მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილემ გააკეთა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციითვე, შემოწმდა ვიდეოსამეთვალყურეო მასალები და მედიასაშუალებებში გავრცელებული კადრები, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე