"ვარდისფერი ოქტომბერი – კამპანიას ქუთაისი შეუერთდა

25 ოქტომბერი 2025, 17:56 132 ნახვა

ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ცნობიერების ამაღლების  დღეს ქუთაისიც შეუერთდა. „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე  “ქართული ოცნების” ქუთაისის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბუკლეტები და ვარდისფერი ბაბთები დაარიგეს.

კამპანიის მიზანია,   საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებით ქალებში, ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ.აღსანიშნავია, რომ სკრინინგს, რომელიც  დაავადებისგან თავის დაცვის წინაპირობაა, სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე