დაკავება გზის ხელოვნურად გადაკეტვის და სახის დაფარვის ბრალდებით

25 ოქტომბერი 2025, 18:04 140 ნახვა

რუსთაველის გამზირზე, გზის გადაკეტვისთვის აქციის მონაწილეების დაკავებები დღესაც გაგრძელდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სავარაუდოდ, გზის გადაკეტვისთვის დააკავეს ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი, ოპერატორი ნიკა პატარაია. ასევე, სავარაუდოდ გზის გადაკეტვისთვის დაკავებულია პარტია „ფედერალისტების“ წევრი გიორგი სიხარულიძე. 

არსებული ინფორმაციით დაკავებულებს შორისაა "დაასრულეს" წევრი ანა ლომიძე.  ამ დროისათვის, შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის გამკაცრების შემდეგ, უკვე დაკავებულია 90-მდე ადამიანი. მათგან "ფორმულას" ჟურნალისტებმა, ქეთი ციცქიშვილმა და ვახო სანაიამ წინასწარი დაკავების იზოლატორები დღეს დატოვეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე