ახალშობილი შველი ზოოპარკში დააბინავეს

28 მაისი 2017, 00:00 2829 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალშენში შველი იპოვეს. ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, ცხელ ხაზზე მოქალაქემ დარეკა, რომელმაც  ტყის პირას ახალშობილი შველი ნახა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალშობილი თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს. ის დაახლოებით 4-5 დღისაა. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში