პეკინმა ვაშინგტონს დახმარება შეთავაზა

27 ოქტომბერი 2025, 14:43 139 ნახვა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად იქნება, აშშ-ს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშშ-ის  საზღვაო ძალების ორი თვითმფრინავი ჩამოვარდა.
„აშშ-ის სამხედრო გემებისა და სამხედრო თვითმფრინავების ხშირი განლაგება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო ძალის დემონსტრირებისთვის საზღვაო უსაფრთხოების პრობლემების ძირითადი მიზეზია და ძირს უთხრის რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას“, - განაცხადა პრესსპიკერმა გუო ძიაკუნმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე.
კვირას ავიამზიდიდან ჩატარებული რუტინული ოპერაციების დროს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშშ-ის საზღვაო ძალების ვერტმფრენი და გამანადგურებელი ცალ-ცალკე ჩამოვარდა- განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალებმა და აღნშნა, რომ ორივე საჰაერო ხომალდზე, ჯამში, ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.
წყნარი ოკეანის ფლოტის განცხადებით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ინციდენტები მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზიაში ვიზიტით იმყოფება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე