ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

30 მაისი 2017, 00:00 2209 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ცნობილია, რომ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი განხილვაზე არ დაუშვეს. ვინაიდან წინა სხდომაზე პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ადვოკატები, გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი სასამართლო განხილვებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნდნენ.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, 19 მაისის სხდომიდან ადვოკატები სასამართლოს უპატივცემულობის გამო გააძევეს, შესაბამისად, დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.  არ არის გამორიცხული ბრალდებული ადვოკატებტან ერთად სახაზინო ადვოკატებმაც დაიცვან.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მცდელობის მომზადება ედება ბრალად. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ამავე კატეგორიაში