პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ეცნობა. გივი მიქანაძე „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასა“ და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში იმყოფებოდა.
მინისტრმა არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია კოლეჯების წარმომადგენლებისგან მიიღო და პროფესიული განათლების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს
