პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში

12 დეკემბერი 2025, 12:05 76 ნახვა

ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია.

ირაკლი კობახიძის მონაწილეობა თურქმენეთში გამართულ მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო ფორუმში კრიტიკის საგანია. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ვიდეო-მასალა, სადაც საქართველოს პრემიერი სხვა ლიდერებთან ერთადაა, მათ შორისაა რუსეთის პრეზიდენტიც, რომელიც ასევე მონაწილეობს ფორუმში. 

საკითხზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო ფორუმში მონაწილეობს თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით, ფორუმის მონაწილეებს მასპინძელი ქვეყანა განსაზღვრავს, მისვე თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ხალხის, ეროვნული და ქვეყნის კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გამოიხატება ოკუპაციის დასრულებაში.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი