სარფში ნარკოტიკების შეძენა შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

08 ივნისი 2017, 00:00 4526 ნახვა

სარფში ნარკოტიკების შეძენა შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს. დაკავების შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.  სამინისტროს ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ბრალდებულის აყვანის ოპერაცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივებმა ჩაატარეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე  დააკავეს 1979 წელს დაბადებული ვ.დ. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება ბრალად.  

სამინისტროს ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას, დაკავებულს 81 აბი „სუბოქსინი“ აღმოაჩნდა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,634542 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო. 

ამავე კატეგორიაში