თაღლითობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დღეს წარედგინებათ 

18 სექტემბერი 2025, 10:50 79 ნახვა

დიდი ოდენობით უკანონოდ წარმოებული ალკოჰოლური სასმელისა და უაქციზო სიგარეტის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინებათ. დაკავებულთა შორის არიან ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი, ბორია გოგიჩაიშვილი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს ათ წლამდე პატიმრობა ელით.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და შესაძლოა დამნაშავეთა წრე გაიზარდოს.

საუბარია 75 000-ზე მეტ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელზე და 318 000 კოლოფ უაქციზო სიგარეტზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი