შეხვედრა ორთაბათუმის მოსახლეობასთან

10 ივნისი 2017, 00:00 2906 ნახვა

გზის მოწესრიგებას, წყლის სისტემის რეაბილიტაციას და გაზიფიცირებას ითხოვს ორთაბათუმის მოსახლეობა. პრობლემებზე პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს  ვიცე- სპიკერებთან შეხვედრაზე ისაუბრეს.  ადგილობრივების თქმით, დაზიანებული გზის გამო გადაადგილება გართულებულია.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს,  ამბობენ, რომ  სოფელში ამ დრომდე მხოლოდ ცენტრალური უბნები დაიქსელა. გაზიფიცირებას ითხოვენ სოფელ ყოლოსთავშიც, სადაც საშეშე მასალით სარგებლობის პრობლემაზეც საუბრობენ. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში