ბრალდება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას

15 ივნისი 2017, 00:00 3263 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა„ ხულოს გამგეობას თანხების  არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ოთარ შაინიძე გამგეობის მიერ მიწოდებულ დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებს, რომ იანვრიდან მაისის ჩათვლით, მუნციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა 3 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა.  

ხელფასებზე - 20 %, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე - 22 %,  ავტომობილების შენახვაზე და პრემიებისთვის კი 58 %-ი დაიხარჯა.  ოპოციზიონერი დეპუტატი დარღვევად მიიჩნევს იმას, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯა, ვიდრე-სახელფასო სარგოებსა და პრემიებზე.

ოპონენტთა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ ხულოს გამგეობაში. გამგებლის მოადგილის ლაშა ბოლქვაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტში რთული კლიმატური პირობების გამო,  ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მაისამდე ვერ იწყებენ. მისივე ინფორმაციით, წლის განმავლობაში, ხულოში ბიუჯეტის  50-% ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე იხარჯება.

ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტი 10 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს, აქედან 4 მილიონ 700 ათასი ლარი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე განაწილებული.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში