კობალთაში  გზა  გაიწმინდა

17 ივნისი 2017, 00:00 2037 ნახვა

შუახევში სოფელ კობალთაში სტიქიის შედეგად ჩახერგილი გზა გაწმენდილია. 10 ოჯახთან დამაკავშირებელ გზაზე აღდგენით სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.

გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საფრთხე ოჯახებს არ ემუქრებათ, თუმცა მათთან მისასვლელი გზა შესაძლოა უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში ისევ ჩაიკეტოს.  ჯერ უცნობია, აღნიშნულ ოჯახებს სოფლიდან გაასახლებენ თუ შემოვლით გზას გაიყვანენ. შუახევის გამგებლის ინფორმაციით, მთავრობასთან ერთად ორ ვარიანტს განიხილავენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში