ცვლილება საშტატო ერთეულებში

30 ივნისი 2017, 00:00 2706 ნახვა

1 ივლისიდან თვითმმართველობის საშტატო ერთეულებში ცვლილებები განხორციელდება. საჯარო მოხელეების პროფესიულ საჯარო მოხელეებად ფორმურილება მოხდება და შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრა გამგებლის წარმომადგენლების თანამდებობები, რომლებიც კონკურსის შედეგად გამგებლის ბრძანებით იყვნენ დანიშნულები.

ხულოს მუნიციპალიტეტის იურიდიული განყოფილების უფროსის განმარტებით, ცვლილების შემდეგ გამგებლის წარმომადგენლების უფლებამოსილბები  უცვლელი რჩება.  ხულოს მუნიციპალიტეტშიგამგებლის  25 წარმომადგენელია. ცვლილების საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტში  64 პროფესიული საჯარო მოხელის პოზიცია განისაზღვრა. ამათგან სტრუქტურულ ერთეულებს დაემატა პოზიციები. ასევე ერთი ახალი „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის განყოფილება“ შეიქმნა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში