უნებართვო დემონტაჟი

30 ივლისი 2017, 00:00 3290 ნახვა

ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს. ბათუმის  მერიაში აცხადებენ, რომ დემონტაჟის ნებართვა არქიტექტურის სამსახურის არ გაუცია.  მეპატრონემ სახლი  თვითნებურად დაანგრია.  

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკვე გასცა შესაბამისი მითითება, ხვალიდან კი მეპატრონეს სანქცია დაეკისრება. ჯარიმის ოდენობა 3 ათასი ლარია.ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლი ამორტიზირებული იყო და შენობაში საცხოვრებელი პირობები არ არსებობდა.  მათი ინფორმაციით, სახლს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა.  

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში