შეზღუდვა მამია ვარშანიძის ქუჩაზე

07 ოქტომბერი 2025, 14:19 297 ნახვა

საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბათუმში  მამია ვარშანიძის ქუჩაზე  მოძრაობა შეფერხებულია, შეზღუდვა ამჯერად შამილაძისა და ასათიანის ქუჩებს შორის  არსებულ მონაკვეთს ეხება.

მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე ჭებისა და ცენტრალურ სანიაღვრე   სისტემაზე   დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს.   

დროებით შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტიც. 7 და 7ა ნომერი ავტობუსები ვარშანიძის ქუჩაზე შამილაძის, მელიქიშვილის, ბაგრატიონისა და ასათიანის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

ვარშანიძის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა გენერალ აბაშიძის ქუჩიდან შამილაძის ქუჩამდე  მონაკვეთში უკვე აღდგენილია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე