ფეხით მოსიარულეს მანქანა დაეჯახა

10 აგვისტო 2017, 00:00 4930 ნახვა

დღეს დილით ზებრა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე, ბაქოს ქუჩაზე, კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ მოხდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას თავის დახურული ტრავმა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია მოკვლევა 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში