საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას საკითხზე კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

11 ოქტომბერი 2017, 00:00 3126 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს ამჯერად მოქალაქე გივი შაინიძემ მიმართა, რომელიც ცდილობს მოსამართლეები დაარწმუნოს იმაში, რომ მარიხუანას ხელმეორედ მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში ადამიანის მიცემა არაკონსტიტუციურია.

შაინიძე ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი ითვალისწინებს პიროვნული თავისუფლების განვითარების უფლებას და მარიხუანას მოწევისთვის ადამიანის დაკავება (სისხლის სამართლის კოდექსის რიგი ნორმები) ეწინააღმდეგება ამ მუხლს. 

სარჩელში ნათქვამია: "ადამიანს აქვს უნარი, თავად განსაზღვროს ის საქმიანობა ან მოქმედება, რომელიც მისთვისაა სიკეთის მომტანი და ამ პროცესში სახელმწიფოს არ უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, მორალური შეფასებები მისცეს ქმედებებს მათი შედეგებისგან განცალკევებით. შეუძლებელია ლეგიტიმური მიზანი გააჩნდეს ისეთი ქმედების დასჯას, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისკენ არის მიმართული და არ იწვევს საზოგადოების საზიანო შედეგებს". 

მოქალაქე გივი შაინიძე მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის პასუხისმგებლობა გაუქმებას ითხოვს, ამტკიცებს, რომ მარიხუანის მოწევის კრიმინალიზაცია მომხმარებელს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ინსტრუმენტად აქცევს.

საკონსტიტუციო სასამართლომ, 2016 წელს ბექა წიქარაშვილის სარჩელი საფუძველზე მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის  ადამიანის დაპატიმრება არაკოსნტიტუციურად სცნო, რაც ნიშნავს იმას, რომ ბექა წიქარიშვილი ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელსაც 70 გრამამდე მარიხუანას შეძენა/შენახვის ბრალდება აქვს წაყენებული, არ მოხვდებიან ციხეში. ეს არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, რომლებიც მარიხუანას გასაღების მიზანს უკავშირდება.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი