ავტოსაგზაო შემთხვევა ბარცხანის დასახლებაში

11 ოქტომბერი 2017, 00:00 10499 ნახვა

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, ე.წ. ბარცხანის ხიდთან ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია ერთი მამაკაცი, რომელიც ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკიდან მოწოდებული ინფორმაციით, პაციენტი მსუბუქადაა დაშავებული და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. 

სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციელია და დაზიანებულია შსს კუთვნილი მანქანა. შს სამინისტროს პრესამსახურში არ ადასტურებენ ამ ინფორმაციას. აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ ფლობენ ინფორმაციას ეკუთვნოდა თუ არა ინციდენტში მონაწილე ავტომანქანა პოლიციელს. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

 

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში