სოციალური პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება

20 ივნისი 2016, 00:00 2691 ნახვა

ბათუმის მერიის სოციალური პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ  კომუნალური მომსახურების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, უფასო თხევად აირს ყოველთვიურად დამატებით 35 ვეტერანი მიიღებს. 30-ით გაიზრდება მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური დახმარების პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობაც, მათ შორის ყოველთვიური შემწეობა, აგვისტოდან, დამატებით 20 სამშვილიან და 10 ოთხშვილიან ოჯახზე გაიცემა. ამასთან 10-ით გაიზრდება იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების რიცხვიც, რომლებსაც 0-დან ერთ წლამდე ახალშობილები ჰყავთ. ცვლილებებია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის პროგრამაშიც. ივლისიდან კი ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალი უფასო მუნიციპალური სასადილო ამოქმედდება, რომელიც 500 ბენეფიციარს მოემსახურება. დამატებითი შეღავათებისა და შემწეობების გასაცემად მერიის ბიუჯეტიდან 120 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. 

ამავე კატეგორიაში