ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში საუბარია იმ რეზოლუციაზე, რომელიც ევროპის საბჭომ იანვარში მიიღო და რომელშიც კონკრეტულ დათქმებზე იყო საუბარი, მათ შორის აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე.
საბჭო მიმართავს ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, რომ განიხილონ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი.