თხილვანელების არჩევანი

24 ოქტომბერი 2017, 00:00 3055 ნახვა

სახელმწიფოს მიერ ორჯერ გაწეული დახმარების და კომპენსაციის გაცემის დროს გამონაკლისის დაშვების მიუხედავად, თხილვანელებმა მმართველი პარტიის კანდიდატს არჩევნებში მხარი არ დაუჭირეს. თხილვანის თემის 3 უბნის მონაცემებით “ნაციონლური მოძრაობის” კანბდიდატმა “ქართული ოცნებისას” 18 ხმით მოუგო. ამ თემში 65 ოჯახი, ცხოვრებას მეწყერსაშიშ ზონაში განაგრძობს და ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს. აღსანიშნავია, რომ გამგეობის მიერ მოქალაქეებთან დადებული ხელშეკრულება, თანხის მიმღები მხარის მიერ, ვალდებულების, ანუ სახლის არდანგრევის შემთხვევაში არანაირ სანქციას არ ითვალისწინებს. ზამთარი მოდის, მოქალაქეები კი კვლავ უკმაყოფილო არიან და საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში