მეჭიაურის გამარჯვება შესაძლოა დღეს გაასაჩივრონ

26 ოქტომბერი 2017, 00:00 2121 ნახვა

შესაძლოა დღეს, "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის" იურისტებმა მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.
 

გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც დასკვნა ჩაბარდებათ, რომლის საფუძველზეც შემაჯამებელი ოქმი ძალაში დარჩა და თიანეთის მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური დასახელდა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის  მე-19 საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გუშინ გააუქმა, რომლის მიხედვითაც გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რითაც თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს. 

ამავე კატეგორიაში