არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

22 აგვისტო 2025, 14:32 66 ნახვა

სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისა და განადგურების ბრალდებით დაკავებულ არჩილ მუსელიანცს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს.

თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგ აღნიშნული სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი