აჭარის მაღალმთიანეთში თოვს

22 ნოემბერი 2017, 00:00 2806 ნახვა

გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით 117 კილომეტრამდე მოძრაობა ჩაკეტილია. საგზაო დეპარტამენტის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით აქ მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, თოვლის საფარი 80-სმ-ს აღწევს, ამ დროისთვის გადაადგილება შეუძლებელია. ზურაბ სიხარულიძის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ექვსი ერთეული ტექნიკა და გამოდარებისთანავე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.  უამინდობას ბათუმი- ხულოს დამაკავშირებელ სხვა მონაკვეთზე პრობლემები არ შეუქმნია. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 5 სმ-ს გადააჭარბა. ელექტროგადამცემი ბოძების დაზიანების გამო დილიდან შუქი არ მიეწოდება თხილვანას თემს.

თოვს შუახევში მაღალი ზონის სოფლებშიც. აქ თოვლის საფარი ხუთ სანტიმეტრს აღწევს. ნალექს პრობლემები არ შეუქმნია და გადაადგილება ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი. მოსახლეობას დენი უპრობლემოდ მიეწოდება.  უამინდობას პრობლემა არც ქედაში შეუქმნია.  ლიკვიდირებულია ორცვა-ძენწმანის საზღვარზე გუშინ გაჩენილი ხანძარი.

ამავე კატეგორიაში