“გოდერძზე” ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა გადაიდო

08 დეკემბერი 2017, 00:00 3898 ნახვა

უამინდობის გამო, ხვალ კურორტ გოდერძზე დაგეგმილი ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა ერთი დღით გადაიდო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ და აჭარის მთავრობა გოდერძის სათხილამურო კურორტს ოფიციალურად კვირას გახსნის.

გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით გონდოლის ქვედა სადგურთან მოეწყობა სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა ტიპის აქტივობები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად კურორტის გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ამავე კატეგორიაში