რეაბილიტირებული უფასო სასადილოს გახსნა გადაიდო

20 დეკემბერი 2017, 00:00 2404 ნახვა

ქობულეთში ახალრეაბილიტირებული უპოვართა სასადილოს გახსნა რამდენიმე კვირით გადაიდო. ყოფილმა გამგებელმა რომლის დროსაც რეაბილიტაცია დაიწყო მისი გახსნა ნოემბერში დააანონსა, თუმცა როგორც მერიაში აცხადებენ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინვენტარის ნაწილი მოთხოვნილს არ შეესაბამებოდა.

შენობაში უკვე მოეწყო საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემა. უფასო სასადილოს 208 ბენეფიციარი მომსახურებას დროებით ალტერნატიულ შენობაში იღებს. სასადილოს რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 23 500 ლარი იხარჯება.

ამავე კატეგორიაში