ქობულეთში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში წლის წარმატებული ქობულეთელები დააჯილდოვეს

28 დეკემბერი 2017, 00:00 2504 ნახვა

ქობულეთში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში  წლის წარმატებული ქობულეთელები დააჯილდოვეს. გამარჯვებულები 10  ნომინაციაში გამოვლინდნენ.
ჯილდოები კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, სპორტის, ბიზნესის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში შეტანილი წვლილისა და დამსახურებისათვის გადაეცათ.  

ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდა წლის წარმატებული ახალგაზრდა, ხოლო „წლის ქობულეთელის” ტიტული სასტუმრო „ლეოგრანდში“ ტრაგედიის დროს გამოჩენილი გმირობის გამო ვაჟა გაბაიძეს ერგო. ღონისძიება ტრადიციულია  და ყოველ წელს საახალწლო ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში ტარდება. 

ამავე კატეგორიაში