სტიპენდია ხელვაჩაურში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის

06 მარტი 2018, 00:00 2269 ნახვა

ხელვაჩაურის მერია წარმატებულ სტუდენტებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი ერთჯერად სტიპენდიებს გადასცემს. აკრედიტირებული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებსაც სემესტრულად 91 ქულა და მეტი აქვთ დაგროვებული საჭირო საბუთები ხელვაჩაურის მერიაში პირველ აპრილამდე უნდა წარადგინონ. პროგრამა მესამე წელია ხორციელდება.  გასულ წელს სტიპენდია 80-მდე სტუდენტს გადაეცა. 

ამავე კატეგორიაში