ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შესაძლებლობა აქვთ ნახონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს: იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
პარალელურად, 21 აგვისტოს 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებები შეიტანონ.