არდაგანის და ნურიგელის ტბებში დახოცილი თევზების ფაქტზე დაწყებული კვლევის პირველადი შედეგები ცნობილია

25 ივნისი 2018, 00:00 1945 ნახვა

არდაგანის და ნურიგელის ტბებში დაბინძურებისა და დახოცილი თევზების ფაქტზე დაწყებული კვლევის პირველადი შედეგები ცნობილია. ტბების სხვადასხვა ნაწილში აღებული სინჯებით კომპლექსური დიაგნოსტიკური კვლევა დაიწყო, პირველადი შედეგის მიხედვით სამშენებლო მასალებისმიერი დაბინძურების დანაშაულის კვალი არ გამოიკვეთა.

ქალაქის მერი აცხადებს, რომ ორივე ტბა ქალაქისათვის მნიშვნელოვანია და ამ ფაქტში ირგვლივ კვლევა დაწყებულია. რაც შეეხება არდაგანის ტბას  შპს " აჭარის წყლის" თანამშრომლებმა წყლის ზედაპირი დაღუპული თევზებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გუშინ დაასუფთავეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარებული სიღრმისეული კვლევის შედეგები ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა.

ამავე კატეგორიაში