რა ცვლილებები განხორციელდა პროგრამა  „აწარმოე საქართველოში,  რა პროექტები მიმდინარეობს ამ ეტაპზე და როგორია სამომავლო გეგმები - საბანკო სექტორთან ამ  თემებზე ბათუმში შეხვედრა იმართება. დისკუსიის მონაწილეები სიახლეებს ეცნობიან.
კერძოდ, როგორ შეუძლიათ ისარგებლონ  მეწარმეებმა კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებულ სესხებზე დამატებით სახელმწიფო პროგრამით. შეხვედრა მეწარმეების თხოვნით დაიგეგმა.