პრეზიდენტმა ლაკონურად, 40 წუთში ამომწურავი პასუხები მიიღო, ვფიქრობ ჩვენს კანდიდატურას მხარს დაუჭერს - ილია ვერძაძე

13 ივლისი 2018, 00:00 1809 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ''ქართულ ოცნებასთან'' კონსულტაცია 40 წუთში დაასრულა. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ გიორგი მარგველაშვილმა თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღო. 

ილია ვერძაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატს მხარს დაუჭერს. ამის იმედს კი საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, გიორგი მარგველაშვილის რეპლიკები და პასუხები აძლევს. 

''გიორგი მარგველაშვილის რეპლიკებიც და პასუხებიც იყო იმედისმომცემი, რომ მან მიიღო ჩვენი არგუმენტები. ვფიქრობ, რომ მხარს დაუჭერს ''ქართული ოცნების'' მიერ წარდგენილ კანდიდატურას. ლაკონურად, ძალიან მოკლედ, 40 წუთში საქართველოს პრეზიდენმა ამომწურავი პასუხები მიიღო და მე ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება. შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციული იყო. უმრავლესობის ყველა წევრმა საკუთარი აზრი და შეხედულება დააფიქსირა. ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ შედგა კონსულტაციები, რა კრიტერიუმებით მოხდა კანდიდატის  შერჩევა. შეხვედრაზე, ასევე მსგავსი სიტუაციებიც მიმოვიხილეთ და დავასაბუთეთ ჩვენი პოზიცია'' - განაცხადა ილია ვერძაძემ.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში