ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში

10 დეკემბერი 2025, 11:26 78 ნახვა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ მორიგ ცვლილებას, რომლითაც დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება.

სატრანსპორტო გზის გადაკეტვასთან ერთად  დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით - 79 ხმით (9 წინააღმდეგი) მიიღეს. 

თუ შეკრებილები უწყების მითითებას არ დაემორჩილებიან მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს - 20 დღემდე ვადით.

კანონის ინიციატორები განმარტავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ერთი მხრივ, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებას და მეორე მხრივ, სხვათა უფლებების ეფექტიანად დაცვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი