ბეშუმში სახალხო ზეიმი “შუამთობა” აღნიშნეს

05 აგვისტო 2018, 00:00 2756 ნახვა

დღეს მაღალმთიან აჭარაში სახალხო ზეიმია, ბეშუმში “შუამთობა 2018” აღნიშნეს. ტრადიციული ქართული ქორწილის ინსცენირება, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება დღეს აჭარულმა სამზარეულომ მიიქცია.

მემთეურებსა და ვიზიტორებს დღესასწაული პოლიტიკოსებმა მიულოცეს, გაკეთდა განცხადებები. პრემიერ-მინისტრმა და რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტის სამომავლო პოტენციალსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ბეშუმის მთავარ პრობლემად დღემდე ინფრასტრუქტურა რჩება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში