ბათუმში ავარიის შედეგად მეეზოვე დაიღუპა

08 აგვისტო 2018, 00:00 20682 ნახვა

დღეს დილით, ბათუმში ავტოავარიას 60 წლის ქალი ემსხვერპლა. ქალს მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა თამარის დასახლებაში, ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, ექიმებს ქალი ადგილზე გარდაცვალილი დახვდათ და ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

დაღუპული შპს სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, იგი ავარიის დროს სამსახურეობრივ საქმიანობას ასრულებდა: " ქუჩას ასუფთავებდა. დაახლოებით დილის 6 საათი იყო. მიკროავტობუსის მძღოლს სავარაუდოდ ჩაეძინა და ზურგიდან დაეჯახა" - განაცხადა შპს "სანდასუფთავების" სამსახურის უფროსმა რევაზ ჯინჭარაძემ.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში