მაია ოთინაშვილი გათავისუფლდა

09 ოქტომბერი 2018, 00:00 1651 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები - მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გაათავისუფლეს. ორივე მოქალაქე საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა  მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს, 50 წლის მწყემსი აკაკი დოთიაშვილი კი რამდენიმე დღის წინ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. მწყემსი რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალიდან იმ დროს აიყვანეს, როცა ის შვილთან და თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა.

ოთინაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა, დოთიაშვილი კი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

მაია ოთინაშვილმა და აკაკი დოთიაშვილმა ოკუპირებული ტერიტორია უკვე დატოვეს.

ამავე კატეგორიაში