ვიზალიბერალიზაციის საკითხი – პოლიტიკური შეფასებები

23 აგვისტო 2025, 15:05 172 ნახვა

შეუჩერებენ თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლას - ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 31 აგვისტოს შემდეგ გაირკვევა, როგორ შეაფასებენ ევროკავშირში საქართველოს მიერ შესრულებულ დავალებას და დაიწყებენ თუ არა მსჯელობას პროცედურის დასაწყებად. საკითხი მწვავე პოლიტიკური განცხადებების თემაა ქვეყნის შიგნით.

ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ მმართველ გუნდს აკისრებს, რადგან მათი შეფასებით, ხელისუფლების კურსი ანტიდასავლურია და ევროინტეგრაციას საფრთხეც სწორედ ამიტომ ემუქრება.

„ქართულ ოცნებაში“ კი უსამართლო მიდგომებზე საუბრობენ და  ევროკავშირს შანტაჟში ადანაშაულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი