საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს. რიგაში, „დაუგავას სტადიონზე“ ქართველმა ფეხბურთელებმა ლატვიის ნაკრები 3:0 დაამარცხეს და D ლიგის პირველ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ანგარიში მე-8 წუთზე ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ შორეული დარტყმით გახსნა, 29-ე წუთზე სხვაობა ორამდე ვაკო გვილიამ გაზარდა, მესამე გოლი კი 61-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 12 ქულა დააგროვა. მომდევნო შეხვედრებს ჩვენი გუნდი 15 და 19 ნოემბერს ანდორისა და ყაზახეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.