ზუსტად ორ საათში გახდება ცნობილი ვის გამოუცხადებს საქართველოს მოსახლეობა ნდობას. 20 საათზე ეგზიტპოლის შედეგები გამოცხადდება. ეს არის ისტორიული მოვლენა, როცა საქართველოს პრეზიდენტი პირველ ტურში ვერ აირჩიეს. ასევე აღსანიშნავია რომ მოქმედმა პრეზიდენტმა მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
პირველ ტურში სულ 25 კანდიდატი მონაწილეობდა. თუმცა 50 პროცენტიანი ბარიერი ვერც ერთმა ვერ გადალახა. დღეს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პირველ პირს ბოლოჯერ, 6 წლის ვადით ირჩევს. 2024 წელს კი მთავარსარდალს პარლამენტის მიერ შერჩეული, 300 ხმოსანი აირჩევს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამომრჩევლების მაღალი აქტიურობის პარალელურად ფიქსირდება დარღვევებიც.