ცვლილებები განხორციელდა ხელვაჩაურის მუნიციპალურ ბიუჯეტში

18 დეკემბერი 2018, 00:00 1365 ნახვა

ცვლილებები განხორციელდა ხელვაჩაურის მუნიციპალურ ბიუჯეტში. საკრებულოს დეპუტატების მხარდაჭერით მერიამ რამდნიმე პროგრამის დაფინანსება ჯამში 144 ათას 970 ლარით გაზარდა.  

თანხები დაემატა მერიის სარეზერვო ფონდს, რასაც მერი  ჯუმბერ ვარდმანიძე ზამთრის სეზონზე მოსალოდნელი სტიქიურ მოვლენებით ხსნის. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით 2018 წლის საბიუჯეტო ცვლილებები არსებული რესურსით განხორციელდა  და თანხები  მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს არ დამატებია. მიმდინარე წლის ხელვაჩაურის ბიუჯეტი 18 მილიონ 414 ათას 537 ლარია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში