მევენახეობის განვითარებისთვის 3.5 მილიონი ლარი დაიხარჯება

14 თებერვალი 2019, 00:00 1596 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წელს მეღვინეობა-მევენახეობის ხელშეწყობისთვის  3 მილიონნახევარ ლარზე მეტი აქვს გათვალისწინებული. დაგეგმილია ყურძნის ნერგების შეძენა და  თერმული რეზერვუარების მოწყობა.

გაზაფხულისთვის იგეგმება 30 000-მდე ვაზის სხვადასხვა ჯიშის ნერგის შეღავათიან ფასად გაცემა. „აგროსერვის ცენტრმა“ წარმოადგინა დღეს  პრეზენტაცია ვაზის მოვლა-მოყვანისა და ვენახის გაშენების ძირითადი პრინციპების შესახებ, რაც მცირე ფერმერულ მეურნეობებს ეხებოდა. საუბარი შეეხო სიახლეებსაც. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში