პეტიცია მართლმსაჯულების გადასარჩენად

18 თებერვალი 2019, 00:00 1589 ნახვა

„მართლმსაჯულების გადასარჩენად“ ელექტრონულ პეტიციაზე   ხელმოწერები  გრძელდება. ადრესატები პარლამენტი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო არიან. პეტიციის ხელმომწერებს ოთხი მოთხოვნა აქვთ: დატოვონ თანამდებობები იმ  მოსამართლეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომელთაც მხარი დაუჭირეს კლანური პრინციპით გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე კლანის წევრებმა სხვა მოსამართლეებს მისცენ უფლებამოსილების ღირსეულად შესრულების შესაძლებლობა; ხელისუფლებამ შეწყვიტოს მოსამართლეთა გაბატონებული კლანის მხარდაჭერა; შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები, ვიდრე ძირეული რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან და საზოგადოებრივი ჯგუფების ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლო სისტემის სიღრმისეული რეფორმა.

პეტიცია, რომლის ავტორიც 20 - მდე არასამათვარობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოების ცხრა წარმომადგენელია, 15 თებერვალს გამოქვეყნდა დღეს  კი ხელმომწერთა რაოდენობა 492 ზე მეტია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი