ნუთუ ასე შეიძლება? მოსახლეობა ცხოვრობდეს ასეთ კორპუსში და ეძინოს მშვიდად?

06 მაისი 2019, 12:59 3016 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქემ მოგვწერა და გვთხოვა გაგვესაჯაროებინა  ტაბიძის #7 არსებული ელექტროსადენების მდგომარეობა, რომელიც მოქალაქეების თქმით საფრთხის შემცველია კორპუსის მცხოვრებლებისთვის. 

"მინდა გაცნობოთ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა კორპუსში, სადაც ვცხოვრობთ. გაუმართავი და ერთმანეთში არეულია ელექტროსადენები. გიგზავნით ფოტოებს, რომელიც თავად გადავიღე.  მოგმართოთ თხოვნით, გაასაჯაროოთ ეს ფოტოები, რომელიც ბათუმში რურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსის ჰოლში, პირველ სადარბაზოში გადავიღე.

ეს მდგომარეობაა კორპუსის პირველ სართულზე, მის ზემოთ კი უფრო მძიმე სიტუაციაა, კატასტროფული მდგომარეობაა. ეს ფოტოც  საკმარისია ნახოს ჩვენმა მაყურებლებმა და ქალაქის ზედამხედველებმა.

ნუთუ ასე შეიძლება?  მოსახლეობა ცხოვრობდეს კორპუსში და ეძინოს მშვიდად ასეთ ვითარებაში?"

წერილის ავტორი გიო კოჩალიძე 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი