საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, დღეს 08:00 საათიდან ჩაქვი-მახინჯაურის დამაკავშირებელ გვირაბში, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით, ყველა სახის ავტომობილის გადაადგილება ორი დღით აიკრძალა. გვირაბი 7 ივნისს 08:00 საათზე გაიხსნება. უწყებაში განმარტავენ, რომ შეფერხების მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.
''ავტოტრანსპორტის მძღოლებს საშუალება აქვთ ორმხრივად იმოძრაონ ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.
ადგილზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ'' - წერია საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში