ძლიერი წვიმის შედეგად გონიოსა და ხელვაჩაურში პრობლემები შეიქმნა

12 ივლისი 2019, 15:02 1448 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურში, გოდერძი ჩოხელის ქუჩის რამდენიმე შესახვევი დაიტბორა. სანიაღვრე არხების არ არსებობის გამო დაიტბორა სამანქანო და საფეხმავლო გზა. ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემა რამდენიმე წელია მოუგვარებელია.

ყოველი წვიმის შემდეგ ტერიტორიას საკუთარი ძალებით წმენდენ.   საკითხთან დაკავშირებით  ბათუმის მერიაში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. ბათუმის მოსახლეობა ძლიერმა წვიმამ რამდენიმე დღის წინაც დააზარალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში