„გახარია -ივანიშვილის მონა“ - პრემიერის სტუმრობა ბათუმში პროტესტის ფონზე

07 დეკემბერი 2019, 15:40 3295 ნახვა

''თვალთხარია გახარია“ - ამ და სხვა შეძახილებითა და საყვირებით დახვდნენ პრემიერ-მინისტრს ბათუმში, საზღვაო აკადემიის წინ. გიორგი გახარია, სასწავლებლის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შეხვდა, თუმცა კითხვები არ დასმულა.

ამის შემდეგ მთავრობის მეთაურს ხმაურით შეხვდნენ,  ბათუმის მთავარ სტადიონთან. ტერიტორიაზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივასა" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები პროპორციული არჩევნების ჩაგდებას აპროტესტებენ. პრემიერის ბათუმში სტუმრობა, პორტში მისვლით დასრულდა. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში